თბილისი. არასამთავრბო ორგანიზაციებმა ერთობლივი განცხადება გაავრცელეს 17 მაისთან დაკავშირებით. „ლგბტ უფლებებზე მომუშავე ძირითადი სათემო ორგანიზაციები იძულებულები გახდნენ უარი ეთქვათ მიმდინარე წლის 17 მაისს აიდაჰოს დღის საჯარო აღნიშვნასა და შეკრების თავისუფლებით სარგებლობაზე. ეს ერთი მხრივ, აჩვენებს ხელისუფლების სისუსტეს რეალურად დაიცვას ლგბტ პირთა გამოხატვის თავისუფლება, მეორე მხრივ კი ავლენს საზოგადოებაში ძალადობრივი და არასოლიდარული განწყობებს, რაც სახელმწიფოს, ეკლესიის, მედიისა და სამოქალაქო საზოგადოების მხრიდან სწორ გააზრებას მოითხოვს. აღსანიშნავია, რომ ლგბტ უფლებებზე მომუშავე ძირითადი სათემო ორგანიზაციების მიერ საჯარო აქციის ჩატარებაზე უარის თქმის მიუხედავად, სასულიერო პირები, ისევე როგორც სხვადასხვა საზოგადოებრივი და პოლიტიკური ჯგუფები, 17 მაისს თბილისში რამდენიმე შეკრების გამართვას გეგმავენ.... ხელისუფლებას მოვუწოდებთ მიმდინარე წლის 17 მაისს მიიღოს სათანადო პრევენციული ღონისძიებები წესრიგის, მშვიდობისა და ადამიანის უფლებების დასაცავად", ნათქვამია განცხადებაში.
წყარო: gyla.ge