შიდა ქართლი. 6 ოქტომბერს, საზოგადოება „ბილიკში" სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამის (USAID / PH International) პარტნიორი სკოლების მოსწავლეებისთვის ჯანდაცვის საკითხებზე ტრენინგი ჩატარდა. ტრენინგზე ყურადღება გამახვილდა ბავშვის ჯანმრთელობის დაცვის უფლებაზე, ასევე ისეთ თემებზე როგორიცაა ბავშვის უფლება, დაცული იყოს ძალადობისგან, მიიღოს ინფორმაცია და ა.შ. მონაწილეებმა ტრენინგზე ასევე მოისმინეს, თუ რა ეროვნული და საერთაშორისო სტანდარტები არეგულირებს აღნიშნულ საკითხებს.
ტრენინგს გორის და ხაშურის რაიონის სამოქალაქო კლუბების 30-მდე წევრი დაესწრო. შეხვედრები მსგავს საკითხებზე კვლავაც გაგრძელდება.
წყარო: ორგანიზაციის გვერდი სოციალურ ქსელში