აჭარა.. 17 მაისს, ბათუმის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში, დემოკრატიის მთხრობელთა სკოლის წევრები რატი ამაღლობელს შეხვდნენ. პოეტი მათ ხელოვნების, კულტურისა და დემოკრატიის საფუძვლებზე ესაუბრა. პროექტის ფარგლებში, დემოკრატიის მთხობელთა სკოლის წევრები უკვე შეხვდნენ მთავრობის თავმჯდომარეს არჩილ ხაბაძეს და საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეს გიორგი პაპუაშვილს. მსგავსი ღონისძიებები რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტში ჩატარდება და მიზნად დემოკარატიის კუთხით ახალგაზრდების ცნობიერების ამაღლებას ისახავს.
აღნიშნული პროექტი, არასამთავრობო ორგანიზაცია „ბორჯღალის" ორგანიზებითა და ფონდი „ღია საზოგადოება - საქართველოს" ფინანსური მხარდაჭერით ხორცილედება.