შიდა ქართლი. 17 მაისს, ასოციაცია „ინვალიდთა კლუბთან" არსებულმა გორის ახალგაზრდულმა ცენტრმა თანატოლგანმანათლებელთა გაცვლითი პროგრამის ფარგლებში ქუთიაისის, ბათუმის და ახალქალაქის მოხალისეებს უმასპინძლა. მოხალისეებმა გორის ახალგაზრდული ცენტრის ახალ წევრებს ჩაუტარეს თანატოლგანმანათლებელთა ტრენინგი „ადამიანის უფლებებზე და მრავალფეროვნებაზე. აღნიშნული აქტივობების შემდეგ კი სტუმრად „რადიო თავისუფლების" ჟურნალისტი გოგა აფციაური ესტუმრა ცენტრს და ჩაატარა სემინარი ჟურნალისტიკის თემაზე.
დღის ბოლოს გორის, ბათუმის, ახალქალაქის და ქუთაისის ბავშვებმა ქალაქის ძველი უბნების და საინტერესო ადგილების მონახულებით დაასრულეს.