კახეთი. თელავში, 20 მაისს, ევროპის
სამეზობლო პროგრამის სოფლის მეურნეობისა და
სოფლის განვითარებისათვის (ENPARD-Georgia) ფარგლებში, საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრას ესწრებოდნენ არასამთავრობო სექტორისა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები,
ასევე ფერმერები და ჟურნალისტები.შეხვედრაზე საუბარი შეეხო
სოფლის მეურნებოს განვითარების გზებს, მცირე ფერმერების დახმარებასა და კოოპერატივების
შექმნის აუცილებლობას. ,,პროგრამას საფუძვლად
უდევს სოფლის მეურნეობის სექტორში ევროკავშირისა და საქართველოს მთავრობას შორის შეთანხმებული
ყოვლისმომცველი მიდგომა. პროგრამის მიზანია გააძლიეროს მცირე ფერმერები", განაცხადა
პროექტის კონსულტანტმა აკაკი გოგიჩაიშვილმა.შეხვედრა ორგანიზებული
იყო ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის მიერ.