სამცხე–ჯავახეთი. 20 მაისს, ახალციხეში, ორგანიზაცია ,,დემოკრატ მესხთა კავშირის" საკონფერენციო დარბაზში, გაიმართა პრეზენტაცია თემაზე ,,ტრეფიკინგი". პრეზენტაცია თანატოლებს ახალციხის ახალგაზრდული სამოქალაქო ცენტრის წევრმა ანა არუთინიანმა წარუდგინა.
ღონისძიება გაიმართა ეროვნული ინტეგრაციის გაძლიერების პროექტის ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს საქართველოს გაეროს ასოციაცია, აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ფინანსური მხარდაჭერით.