თბილისი. 5 ივნიის, 19:00 საათზე, სასტუმრო შერატონ მეტეხი პალასში გაიმართება ნინო ქათამაძისა და „ინსაითის" საქველმოქმედო კონცერტი – ჩვენ სიყვარული გადაგვარჩენს. ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ ნიკოლოზ რაჭველი, ევგენი მიქელაძის სახელობის ორკესტრი, „ჯორჯიან ბრასი" და სხვები. ასევე დაგეგმილია ხელოვნების ნიმუშების აუქციონი, საქველმოქმედო ლატარიის გათამაშება და დიჯეის საცეკვაო შოუ. ღონისძიების ფარგლებში შემოსული თანხა სრულად მოხმარდება „პირველი ნაბიჯი საქართველოს" პროგრამებსა და პროექტებში ჩართულ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებს, რომლებიც არიან სოციალურად დაუცველი ოჯახებიდან და სასიცოცხლოდ საჭიროებენ დღის ცენტრის, შინ მოვლისა და ადრეული განვითარების პროგრამებში ჩართვას.
წყარო: ორგანიზაციის გვერდი სოციალურ ქსელში