სამცხე–ჯავახეთი. 21 მაისს, ახალციხეში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამის დასკვნითი ღონისძიება გაიმართა. ღონისძიებაზე პროგრამის პარტნიორმა ორგანიზაციამ ,,ახალციხის ახალგაზრდულმა ცენტრმა" პროექტის ოთხწლიანი მიღწევები შეაჯამა.
პროგრამაში ჩართულობისა და შედეგების შესახებ ისაუბრეს პარტნიორი სკოლების, საგანამანათლებლო რესურს-ცენტრების, ადგილობრივი თვითმმართველობის, ბიზნესის, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა.
შეხვედრაზე გაკეთდა პრეზენტაციები პროგრამის ფარგლებში განხორციელებულ წარმატებულ აქტივობებზე.
ღონისძიების დასასრულს ახალგაზრდულმა ცენტრმა კონკურსში გამარჯვებული კლუბები და საუკეთესო სამოქალაქო კლუბის წევრები დააჯილდოვა.