აჭარა. 21 მაისი - „კულტურული მრავალფეროვნების საერთაშორისო დღე” ბათუმის ახლაგაზრდულმა ცენტრმა აღნიშნა. ბათუმის პრესკაფეში მოეწყო სხვადასხვა ეთნიკური ჯგუფების შესახებ პრეზენტაცია და კულტურის შესახებ ვიდეო-რგოლების ჩვენება. გარდა ამისა დამსწრე საზოგადოებას შესაძლებლობა ჰქონდა დაეგემოვნებინა თავად ცენტრის წევრების მიერ მომზადებული სხვადასხვა ქვეყნების ნაციონალური კერძები.
აღნიშნული ღონისძიების მიზანი იყო სხვადასხვა რეგიონებისა და ეთნიკური ჯგუფების მიმართ ტოლერანტული დამოკიდებულების გაღვივება, მათ მიმართ არსებული არასწორი სტერეოტიპების გაქარწყლება, აგრეთვე მათი კულტურული მრავალფეროვნების შესახებ ახალგაზრდების ცნობიერების ამაღლება. ღონისძიებას სხვადასხვა ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელები ესწრებოდნენ, მათ შორის ბოშები, სომხები, ინდოელები, თურქები და რუსები.
წყარო: ორგანიზაციის გვერდი სოციალურ ქსელში