თბილისი. 21 მაისს, ორგანიზაციის „მსოფლიო გამოცდილება საქართველოსთვის" და ილიას უნივრსიტეტის ენერგეტიკისა და მდგრადი განვითარების ინსტიტუტის ორგანიზებით ენერტეგიკისა და მდგრადი განვითარების ციკლის მეორე სემინარი გაიმართა. ღონისძიების თემა იყო „საქართველოს ევროკავშირთან დაახლოება ენერგეტიკის სექტორში".
სემინარი დაეთმო ევროკავშირთან ენერგეტიკული თანამშრომლობის ძირითადი საკითხების მიმოხილვას და არსებული გამოწვევების იდენტიფიცირებას ენერგეტიკის სხვადასხვა ქვესექტორებში. შეხვედრა წარიმართა აქტიური დიალოგისა და განხილვის რეჟიმში. დამსწრეთა შორის იყვნენ სამოქალაქო საზოგადოების, ენერგეტიკის, საგარეო საქმეთა და ეკონომიკის და მდგრადი განვითარების სამინისტროების, პარლამენტის კომიტეტის, სემეკის წარმომადგენლები, სექტორის სპეციალისტები, უნივერსიტეტის სტუდენტები და პროფესორები.
წყარო: weg.ge