en
ge

„სამოქალაქო აქტივიზმი და ქალთა პოლიტიკური ჩართულობა“

იმერეთი. 22 მაისს, ქუთაისის ახალგაზრდული ცენტრის წევრებისათვის ჩატარდა ტრენინგი „სამოქალაქო აქტივიზმი და ქალთა პოლიტიკური ჩართულობა". შეხვედრას მედიის განვითარების ფონდისა და კონსტიტუციური სწავლების ცენტრის წარმომადგენლები უძღვებოდნენ. ტრენინგის მიზანი იყო ახალგაზრდების ცნობიერების ამაღლება ქალთა პოლიტიკური და სამოქალაქო უფლებების, საარჩევნო პროეცესში ქალთა მონაწილეობის ზრდის საკანონმდებლო გარანტიების შესახებ.
ტრენინგის შემდეგ გაიმართა მედიის განვითარების ფონდის მიერ ინიცირებული გამოფენა „ქალები წარსულიდან - მაგალითი მომავლისთვის", რომლის მიზანს წარმოადგენდა სხვადასხვა ეპოქაში მოღვაწე ქალთა შესახებ საზოგადოების უკეთ ინფორმირება და ისტორიული მაგალითების საფუძველზე, გენდერული თანასწორობის ღირებულების დამკვიდრება, ასევე ამ პროცესში მედიის განსაკუთრებული როლის წარმოჩენა. გამოფენაზე წარმოდგენილი ექსპონატები საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამფუძნებელი კრების წევრი ქალების, ასევე სხვა ისტორიული პირების (მარიამ გარიყული, ეკატერინე გაბაშვილი, კატო მიქელაძე, ნინო ყიფიანი, ბარბარე ყიფიანი და სხვა) საზოგადოებრივ აქტივობას ასახავდა.
წყარო:ორგანიზაციის გვერდი სოციალურ ქსელში

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)