en
ge

საქართველო - დამოუკიდებლობის მუხტი ძლიერდება

თბილისი. ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა დამოუკიდებლობის დღეს ამერიკის შეერთებული შტატების საარქივო ფონდებში დაცული საიდუმლო დოკუმენტი გამოაქვეყნა. დოკუმენტი - „საქართველო - დამოუკიდებლობის მუხტი ძლიერდება" - წარმოადგენს საქართველოს დამოუკიდებლობის საწყის ეტაპზე შეერთებული შტატების შესაბამისი სამსახურების მიერ (დაზვერვის დირექტორატი) 1990 წლის 24 აპრილს მომზადებულ ანალიტიკურ ცნობას საქართველოში განვითარებულ მოვლენებზე. „ინსტიტუტის პარტნიორმა ორგანიზაციამ, ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტთან არსებულმა ეროვნული უსაფრთხოების არქივმა, IDFI-ის თხოვნით რამდენიმე წლის წინ გამოითხოვა დოკუმენტები, რომლებიც ეხება საქართველოში 1989 წლის 9 აპრილს განვითარებულ მოვლენებს. სწორედ ეს დოკუმენტები, რომლებიც ექსკლუზიურად ჩვენი ინსტიტუტისთვის იქნა მოპოვებული და გადმოცემული, სრულად იქნება მალე გამოქვეყნებული ჩვენ მიერ. თუმცა, იქამდე ჩვენ ერთ-ერთ მათგანს წარვუდგენთ საზოგადოებას, რადგან ჩვენ მტკიცედ გვწამს, რომ მხოლოდ წარსულის ობიექტური შესწავლით არის შესაძლებელი მომავალი თაობების გააზრებული არჩევანის უზრუნველყოფა".
დოკუმენტი
წყარო: idfi.ge

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)