აჭარა. 9 ოქტომბერს, ბათუმის სახალხო დამცველის ოფისიში, ახალგაზრდული ასოციაციის ”დრონის” მოხალისეები, რომლებიც საქართველოში ევროპის მოხალისეთა („European Volunteer Service”) პროგრამით ჩამოვიდნენ, ბათუმში მომუშავე ახლგაზრდულ ორგანიზაციებს შეხვდენენ. შეხვედრა გულისხმობდა პროექტის „მოხალისეთა ქარავანის” პრეზენტაციას, რომელიც უკვე მეორე წელია ხორციელდება საქართველოს სხვადასხვა რეგიონში.
„მოხალისეთა ქარავანის" მთავარ მიზანს წარმოადგენს სხვადასხვა რეგიონსა და მუნიციპაიტეტებში მოგზაურობა , ადგილობრივ ორგანიზაციებში და სკოლებში ადამიანისა და ბავშვთა უფლებების მდგომარეობის გაცნობა, ასევე სხვადასხვა აქტივობების მეშვეობით მათი პოპულარიზაცია.
ბათუმში მათი პარტნიორია საზოგადოებრივი ორგანიზაცია „ბორჯღალი”.