en
ge

თელავში ფემინიზმის შესახებ ისაუბრეს

კახეთი. ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის ორგანიზებით, თელავში საჯარო ლექციების ციკლი გრძელდება. პროექტის მიზანია თანასწორობის იდეის შესახებ ცნობიერების ამაღლების ხელშეწყობა.
თელავის მედია კაფეში, 28 მაისს, 2 საჯარო ლექცია ჩატარდა - იდა ბახტურის „რატომ გვჭირდება ფემინიზმი დღეს" და თამარ ცხადაძის ლექცია - „ანტიფემინიზმი: უმეცრება, უპასუხისმგებლობა თუ ბრძოლა პრივილეგიების შენარჩუნებისთვის."
იდა ბახტურიძე, გენდერის კვლევების მაგისტრი:
,,არსებობს მოსაზრება იმის შესახებ, რომ ფემინიზმმა აქტუალობა დაკარგა, რადგან თანასწორობა დღეს უკვე მიღწეულ მიზანს წარმოადგენს. რა შესაძლებლობები ეზღუდება თანამედროვე ქალს საქართველოში და რატომ გვჭირდება ფემინიზმი დღეს? ლექციაზე გავაანალიზეთ დღევანდელობა. ვიმსჯელებთ, თუ რისი მიღწევა მოხერხდა და რომელი უფლებების რეალიზება შეძლეს ქალებმა იმ დღის წესრიგიდან, რაც ქალთა მოძრაობის დასაწყისში შემუშავდა. ასევე, ვისაუბრეთ თანამედროვე ფემინისტურ აქტივიზმზე საქართველოში და იმ პოტენციალზე, რაც ალტერნატიულ აქტივიზმს ქალთა მოძრაობის გაძლიერებასა თუ რეალური ცვლილებების განხორციელებაში აქვს".
თამარ ცხადაძე, ფილოსოფოსი: ,,რას ნიშნავს, იყო ფემინისტი? და რას ნიშნავს დღევანდელ სამყაროში მტკიცება, რომ არ ხარ ფემინისტი? არის დღეს შესაძლებელი, ისე გავემიჯნოთ ფემინისტურ იდეალებს და ფემინისტურ ბრძოლას, რომ ამით უპასუხისმგებლობა არ დავადასტუროთ? ლექცია ეძღვნებოდა ფემინიზმის მიმართ წინააღმდეგობის თეორიულად გააზრების ცდას. შემოთავაზებული თეორიული ჩარჩოს საილუსტრაციოდ და გასამყარებლად წარმოდგენილი იქნა ანტიფემინისტური არგუმენტების რამდენიმე როგორც ისტორიული, ისე თანამედროვე ნიმუშის ანალიზი".

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)