სამეგრელო. 27 მაისს ასოციაცია „ათინათის" ახალგაზრდულ ცენტრის „ორტუსისა" და ახალციხის ახალგაზრდული ცენტრის წარმომადგენლებმა, თანატოლგანმანათლებლების გაცვლითი პროგრამის ფარგლებში, სამოქალაქო აქტივიზმის ახალგაზრდული ქსელის პრეზენტაცია სასწავლო უნივერსიტეტ – ევროპული აკადემიაში გამართეს.
თანატოლგანმანათლებლების გაცვლითი პროგრამა ხორციელდება ეროვნული ინტეგრაციის პროექტის ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს საქართველოს გაეროს ასოციაცია, აშშ–ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ფინანსური მხარდაჭერით.
წყარო: „ორტუსის" ვებგვერდი სოციალურ ქსელში