თბილისი. 29 მაისს, ასოციაცია „ანიკამ" პროექტის - „უფასო იურიდიული დახმარება შშმ პირთათვის თბილისსა და გორში" - შემაჯამებელი პრეზენტაცია გამართა.
ღონისძიებას სახელმწიფო და სხვადასხვა კერძო სტრუქტურებისა და ორგანიზაციების წარმომადგენლები დაესწრნენ.
პროექტის ხელმძღვნელებმა და იურისტებმა მოწვეულ სტუმრებს გააცნეს პროექტის მიმდინარეობა, განხორციელებული ადვოკატირების მაგალითები და სასამართლო პროცესები, წარუდგინეს პროექტის ფარგლებში მიღწეული შედეგები და ისაუბრეს შემუშავებულ რეკომენდაციებზე.
შეხვედრა კითხვა - პასუხის რეჟიმში გაგრძელდა და პრეზენტატორებმა დარბაზის შეკითხვებს უპასუხეს.
წყარო:ორგანიზაციის გვერდი სოციალურ ქსელში