en
ge

უსინათლოთა მხარდამჭერი აქცია-პერფორმანსი

აჭარა. 29 მაისს, ბათუმში, შშმ პირთა ახალგაზრდულმა ორგანიზაციამ „ცვლილებები თანაბარი უფლებებისთვის" სხვადასხვა ღონისძიება გამართა, რომლებიც უსინათლოთა პრობლემების წარმოჩენას ისახავდა მიზნად. დღის პირველ ნახევარში გაიმართა ფოტო–გამოფენა, რომელიც ასახავდა შშმ პირებისთვის არაადაპტირებულ გარემოს. ფოტოებზე ძირითადად ის შენობები იყო აღბეჭდილი, სადაც შეზღუდული შესაძლებლობის პირებს სხვისი დახმარებით შეუძლიათ მხოლოდ შესვლა. გამოფენის შემდეგ თვალახვეული მსვლელობა მოეწყო ქუჩებში. დღის ბოლოს კი დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში მოკლემეტრაჟიანი ფილმის ჩვენება გაიმართა, რომელშიც ასახულია წარმატებული უსინათლო ადამიანების ცხოვრება. აღნიშნული ღონისძიებები დაგეგმეს და განახორციელეს ორგანიზაციასთან არსებულმა მოხალისეთა კლუბის წევრებმა.

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)