თბილისი. არასამთავრობო ორგანიზაციები ათ საარჩევნო ოლქში კანდიდატებზე ზეწოლის შემთხვევებს ეხმაურებიან. „ბოლო დღეების განმავლობაში ვრცელდება ინფორმაცია, რომ სხვადასხვა ოპოზიციური პარტიების კანდიდატები, რომლებიც პროპორციული ან მაჟორიტარული სიით აპირებენ არჩევნებში მონაწილეობის მიღებას, საკუთარ კანდიდატურებს ზეწოლის შედეგად ხსნიან. ასეთ ფაქტებზე სხვადასხვა ოპოზიციური პარტიები საუბრობენ და არასამთავრობო ორგანიზაციებს შესაბამის ინფორმაციასაც აწვდიან. დაზარალებულები, ძირითადად, არ აკონკრეტებენ თუ ვინ ახდენდა მათზე ზეწოლას. ... ჩნდება საფუძვლიანი ეჭვები, რომ ოპოზიციის კანდიდატებზე ზეწოლა პარტიების სიების რეგისტრაციიდან მოხსნას ისახავს მიზნად, მით უმეტეს, რომ მსგავსმა ფაქტებმა უკვე ტენდენციის ხასიათი მიიღო. ამ ეტაპზე, ჩვენთვის ცნობილია ხუთი რეგიონის ათ ოლქში მომხდარი მსგავსი შემთხვევის შესახებ”, ნათქვამია განცხადებაში.
წყარო: transparency.ge