თბილისი. 1 ივნისს, გენდერული თანასწორობის ქსელმა თვითმმართველობის ორგანოებში მონაწილე ქალი კანდიდატების მხარდასაჭერად საჯარო დისკუსია გამართა. შეხვედრაზე ქალმა კანდიდატებმა წარმოადგინეს თავიანთი პროგრამები და ისაუბრეს სამომავლო გეგმებზე. შეხვედრა აქტიური დიალოგის რეჟიმში მიმდინარეობდა.
შეხვედრას დაესწრნენ სხვადასხვა პოლიტიკური პარტიების მიერ სიით და მაჟორიტარად წარდგენილი ქალი კანდიდატები, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები.
საჯარო დისკუსია გაიმართა პროექტის - „გენდერული სამართლიანობა პოლიტიკურ პროცესებში" - ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს გენდერული თანასწორობის ქსელი საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრის ხელშეწყობით
წყარო: ორგანიზაციის გვერდი სოციალურ ქსელში