იმერეთი. 30 მაისს თანატოლგანმანათლებელთა გაცვლითი პროგრამის ფარგლებში, თბილისისა და ქუთაისის ახალგაზრდული ცენტრის წევრებმა, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის, სოფელ გეგუთის საჯარო სკოლის მოსწავლეებისათვის ჩააატრეს ტრენინგი სოციალურ მედიის საკითხებზე. ასევე გამართეს პრეზენტაცია სამოქალაქო აქტივიზმის ახალგაზრდული ქსელის შესახებ.
ტრენინგის მონაწილეებს მიეწოდათ ინფორმაცია სოციალური მედიის საშუალებით ინფორმაციის გავრცელების და უკუკავშირის მიღების შესახებ. თანატოლგანმანათლებლებმა ასევე ისაუბრეს ახალგაზრდული ცენტრების პრიორიტეტების, განხორციელებული ღონისძიებების, მიღწეული შედეგების, სტატისტიკური მონაცემების და სამომავლო საქმიანობების შესახებ.
ტრენინგი გაიმართა საქართველოში ეროვნული ინტეგრაციის გაძლიერების პროექტის (ANI) ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს საქართველოს გაეროს ასოციაცია (UNAG), აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მხარდაჭერით.
წყარო: ორგანიზაციის ვებგვერდი სოციალურ ქსელში