თბილისი. 7 ივნიის, 13:00 საათზე, გაიმართება ქალთა მანიფესტაცია. ასობით ქალი მთელი საქართველოდან თბილისში, პარლამენტის შენობის წინ შეიკრიბება და მოაწყობს მსვლელობას მოთხოვნით „ხმა მიეცით ქალებს... ჩვენ გვჭირდება ქალები პოლიტიკაში". მსვლელობა დასრულდება საკრებულოს შენობის (მერიის ძველი შენობა) წინ, სადაც მანიფესტაციის მონაწილეები გააკეთებენ ოფიცილურ განცხადებებს და მოწოდებებს.
კამპანია იმართება არასამთავრობო ორგანიზაციების „გენდერული თანასწორობის ქსელი" და „ჟურნალისტთა ქსელის გენდერული თანასწორობისათვის" ორგანიზებით. კამპანიის მხარდამჭერია ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტო (USAID) და საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდი (IFES).
წყარო: ორგანიზაციის გვერდი სოციალურ ქსელში