იმერეთი. ასოციაცია „ასას" ხელმძღვანელმა, დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში, ჟურნალისტებთან შეხვედრა გამართა. შეხვედრა იმ კვლევის შედეგების გაცნობას ეხებოდა, რომელიც 2012 წლის აგვისტო-სექტემბერში ჩატარდა. გამოკითხვის თემა - „საზოგადოებრივი აზრი ქუთაისის კომუნალური მეურნებობის შესახებ" იყო . სულ 1200 ადამიანი გამოიკითხა. გამოკითხულთა უმრავლესობა ყველაზე მეტად ელექტროენერგიითა და გაზითაა კმაყოფილი, ყველაზე დაბალი შეფასება კი წყალმომარაგებამ მიიღო.
როგორც კვლევამ აჩვენა, მოსახლეობა არასათანადოდ არის ტარიფების შესახებ ინფორმირებული. როგორც ზაზა ხელაძემ განაცხადა, კვლევის შედეგები შესაბამის ორგანოებს გადაეგზავნება.