კახეთი. გენდერული თანასწორობის ქსელმა თვითმმართველობის ორგანოებში მონაწილე ქალი კანდიდატების მხარდასაჭერად საჯარო დისკუსია თელავში გამართა. საჯარო დისკუსიაზე ქალმა კანდიდატებმა წარმოადგინეს თავიანთი პროგრამები და ისაუბრეს სამომავლო გეგმებზე.
შეხვედრა აქტიური დიალოგისა და დებატების რეჟიმში მიმდინარეობდა.
შეხვედრას ესწრებოდა სხვადასხვა პოლიტიკური პარტიების მიერ სიით და მაჟორიტარად წარდგენილი ქალი კანდიდატები, ქ. თელავის მერობის ქალი კანდიდატი და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები.
წყარო: ორგანიზაციის გვერდი სოციალურ ქსელში