სამეგრელო. საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო აქვეყნებს მალხაზ ჭკადუას და არჩილ თოდუას ბლოგპოსტს – "მიუსაფარ ცხოველთა მიმართ სასტიკი მოყრობის ფაქტები სამეგრელოში”.
ორგანიზაციის ზუგდიდის წარმომადგენლობამ რეგიონში ამ საკითხზე კვლევა ჩაატარა, რომელმაც აჩვენა, რომ სამეგრელო–ზემო სვანეთის არცერთ მუნიციპალიტეტს არ აქვს მიუსაფარ ცხოველთა იზოლირებისა და მოვლა–პატრონობისათვის აუცილებელი თავშესაფარი. „მეტიც, რეგიონში მასობრივად ირღვევა ცხოველთა უფლებები და შესააბმისად, ქვეყნის კანონმდებლობით გათვალისწინებული მოთხოვნები, თუმცა ამის გამო კონკრეტული პირების პასუხისმგებლობის საკითხი დღემდე არ დამდგარა...", ნათქვამია ორგანიზაციის ვებგვერდზე.
წყარო: transparency.ge