თბილისი. 4 ივნისს სახალხო დამცველმა და ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ გამართეს ერთობლივი კონფერენცია სამართალდამცავთა მიერ ჩადენილი შესაძლო დანაშაულების ეფექტური გამოძიების საკითხებზე. ღონისძიების ერთ–ერთი ძირითადი რეკომენდაცია დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმის შექმნის აუცილებლობა იყო.
საქართველოს სახალხო დამცველმა კონფერენციაზე წარმოადგინა სპეციალური ანგარიში, რომელიც მიმოიხილავს სახალხო დამცველის აპარატის მიერ 2013 წლის განმავლობაში სამართალდამცავთა მიერ ჩადენილი შესაძლო დანაშაულების ჩადენის ფაქტებს, ეროვნულ კანონმდებლობას საგამოძიებო უფლებამოსილების მქონე ორგანოების შესახებ და ეფექტური გამოძიების საერთაშორისო სტანდარტებს.
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ წარმოადგინა კვლევა სხვადასხვა ქვეყანაში არსებული დამოუკიდებელი საგამოძიებო ორგანოების მოდელების შესახებ.
ანგარიშის პრეზენტაციების შემდეგ აზრი დააფიქსირეს საქართველოს მთავარი პროკურატურის, საქართველოს შს სამინისტროს და საქართველოს სასჯელაღსრულების და პრობაციის სამინისტროს წარმომადგენლებმა.
კონფერენციას ესწრებოდა ევროკავშირის სპეციალური მრჩეველი საქართველოში თომას ჰამარბერგი.
წყარო: ombudsman.ge