en
ge

საინფორმაციო სემინარი

აჭარა. 5 ივნისს, ხანდაზმულთა რესურს ცენტრში გარემოს დაცვის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი საინფორმაციო სემინარი გაიმართა. სემინარი კინტრიშის დაცული ტერიტორიების ადმინისტრაციის ვიზიტორთა მომსახურების უფროსმა სპეციალისტმა ნანა ნოღაიდელმა ჩაატარა. სემინარის შინაარსი საქართველოში დაცული ტერიტორიების: ნაკრძალების, ეროვნული პარკების, სახელმწიფო აღკვეთილების მიმოხილვას ეხებოდა. სემინარს ქობულეთის საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბ ,,კამელოტის" წევრები, პედაგოგები და ხანდაზმულთა რესურს ცენტრის ბენეფიციარები ესწრებოდნენ. სემინარი კითხვა-პასუხის რეჟიმში მიმდინარეობდა.
მოსახლეობის გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლების მიზნით, ხანდაზმულთა რესურს ცენტრში შეხვედრები აღნიშნულ თემაზე მომავალშიც გაგრძელდება. მასში მონაწილეობის მიღება ყველა მსურველს შეუძლია.
წყარო: ორგანიზაციის გვერდი სოციალურ ქსელში

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)