თბილისი. ასოციაციამ „მწვანე ალტერნატივამ" განცხადება გაავრცელა. ორგანიზაცია მიესალმება საქართველო-ევროკავშირის ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერას, რომელიც დაგეგმილია 2014 წლის ივნისში, აგრეთვე საქართველოს სურვილს გახდეს ევროპის ენერგოგაერთიანების სრულუფლებიანი წევრი. ამასთან, აღნიშნავს, „სამწუხაროდ საქართველოში დღეს არსებული გარემოსდაცვითი კანონმდებლობა, მათ შორის გარემოზე ზემოქმედების შეფასების შესახებ, არ შეესაბამება ევროკავშირის შესაბამის დირექტივებს და ვერ უზრუნველყოფს საზოგადოების მონაწილეობას გადაწყვეტილებების მიღების პროცესში. ამის ნათელი მაგალითია, საქართველოში დაგეგმილი და მიმდინარე განვითარების სხვადასხვა პროექტები, მათ შორის დარიალის ჰიდროელექტროსადგურის პროექტი, სადაც საზოგადოებას არ მიეცა საშუალება ჩართულიყო გადაწყვეტილების მიღების პროცესში".
წყარო: greenalt.org