სამცხე–ჯავახეთი. 11 ოქტომბერს, ,,დემოკრატ მესხთა კავშირში" პროექტის –,,ნდობის მშენებლობა სამხრეთ კავკასიაში" – ფარგლებში ჩატარდა ტრენინგი სახელწოდებით – ,,ინფორმაციის მოპოვების ეფექტური გზები". ტრენინგს ფსიქოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი გულიკო ბექაური უძღვებოდა.
,,ნდობის მშენებლობა სამხრეთ კავკასიაში" წარმოადგენს საქართველოსა და შვედეთის გაეროს ასოციაციათა ერთობლივ პროგრამას, რომელიც ორიენტირებულია სხვადასხვა ჯგუფებს შორის ნდობის მშენებლობაზე, სამოქალაქო საზოგადოების ხელშეწყობაზე და მოიცავს დისკუსიებს, ტრენინგებს, ერთობლივ ბანაკებს ახალგაზრდა ლიდერთათვის.