კახეთი. თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში, გუშინ, ,,განვითარებისა და დემოკრატიის ცენტრის" (CDD) ორგანიზებით ჩატარდა აქცია-კონცერტი დევიზით: „ჩვენ მოვდივართ არჩევნებზე, მოდი შენც!".
პროექტის მიზანია ახალგაზრდა ამომრჩევლისათვის საარჩევნო პროცესის შესახებ ინფორმაციის მიწოდება და სამოქალაქო თვითშეგნების ამაღლება. აქცია-კონცერტის ფარგლებში არჩევნების დღის სიმულაციაც ჩატარდა.