თბილისი. 6 ივნისს, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ საქართველოში აკრედიტებული ელჩების და დიპლომატიური მისიების წარმომადგენლებისთვის კვლევის: „საყდრისი–ყაჩაღიანი კულტურული მემკვიდრეობიდან ოქროს თანამედროვე მოპოვებამდე" – პრეზენტაცია გამართა.
კვლევა ორ მნიშვნელოვან საკითხს ეხება. პირველი მათგანი საყრისი–ყაჩაღიანის, როგორც კულტურული მემკვიდრეობის ობიექტის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებთან არის დაკავშირებული, ხოლო მეორე – საზოგადოებისთვის ამ დრომდე ნაკლებად ცნობილ, სახელმწიფოს მიერ გაცემულ (გაგრძელებულ) იმ ლიცენზიას, რომელიც უაღრესად მნიშვნელოვანია საყდრისი–ყაჩაღიანზე სრული წარმოდგენის შესაქმნელად. კვლევაში წარმოდგენილია ასევე ინფორმაცია იმ კომპანიების შესახებ, რომლებიც ბოლო წლებში აქტიურად არიან ჩართულნი ძვირფასი ლითონების მოპოვების პროცესში, ნათქვამია ორგანიზაციის ვებგვერდზე.
წყარო:http://gyla.ge