კახეთი. 22 მაისს, ,,დემოკრატიის სკოლამ" თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში კონფერენცია გამართა. შეხვედრას ესწრებოდნენ სტუდენტები, საზოგადოებრივი ორგანიზაციებისა და მედიის წარმომადგენლები.
სტუდენტებმა შეხვედრაზე 3 თემა განიხილეს: შიდა პარტიული განვითარება გენდერულ პესპექტივაში, ახალგაზრდები და პოლიტიკა და მოქალაქეთა ჩართულობის გაზრდა ადგილობრივი თვითმმართველობის ბიუჯეტირების პროცესში. დამსწრე საზოგადოება აქტიურად ჩაერთო დისკუსიაში და განიხილავდნენ პრობლემების გადაჭრის გზებს.
თელავში ,,დემოკრატიის სკოლა" ,,ნიდერლანდების ინსტიტუტმა მრავალპარტიული დემოკრატიისათვის" ერთი წლის გახსნა.