en
ge

თხრობითი პერფორმანსის ფესტივალი

აჭარა. 6 ივნისს, ბათუმის პრესკაფეში, ორგანიზაცია „ბორჯღალმა" მორიგი თხრობითი პერფომანსი გამართა, იგი ორგანიზაციის პროექტის – „დემოკრატიის მთხრობელთა დასის"– ფარგლებში გაიმართა. დასის წევრებმა მოიძიეს დემოკრატიის ისტორიები, დაამუშავეს თემები და ჟიურის წევრებს წარუდგინეს. ფესტივალის ფორმატით გათვალისწინებულია საუკეთესო მთხრობელთა გუნდის გამოვლენა.
ასევე, ფესტივალის ფარგლებში ჩატარებული თხრობითი პერფომანსებისგან შეირჩევა სამოქალაქო აქტივიზმის და დემოკრატიული იდეალებისათვის ბრძოლის ამსახველი 10 საუკეთესო ისტორია, რომელზეც მომზადდება ვიდეო–რგოლი.

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023