სამცხე–ჯავახეთი. 11 ოქტომბერს, ორგანიზაციამ „საერთაშორისო განათლების ცენტრმა” ახალციხეში ამერიკის და ევროპის უნივერსიტეტების სასწავლო პროგრამებისა და სტიპენდიების შესახებ პრეზენტაცია გაიმართა.
პირველი შეხვედრა ახალციხის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამეცნიერო ბიბლიოთეკის დარბაზში გაიმართა, სადაც ცენტრის წარმომადგენლებმა სტუდენტებს სხვადასხვა სასწავლო პროგრამები და საზღვარგარეთ სწავლების ძირითადი მოთხოვნები გააცნეს. ასევე უპასუხეს სტუდენტების შეკითხვებს და მონაწილეებს საინფორმაციო ბუკლეტები დაურიგეს.
„საერთაშორისო განათლების ცენტრი” ფონდ „ღია საზოგადოება – საქართველოს" პროგრამის - საერთაშორისო განათლების საკონსულტაციო ცენტრის ბაზაზე შეიქმნა. ორგანიზაციის მიზანია სტუდენტებისა და პროფესიონალების დახმარება, რათა ისარგებლონ საერთაშორისო განათლების შესაძლებლობებით და აიმაღლონ ცოდნა.