en
ge

ერთობლივი ღონისძიება ზუგდიდში

სამეგრელო. 7 ივნისს, ცენტრ „აფხაზეთის" მიერ გორის მუნიციპალიტეტის სოფლების სკოლებში შექმნილი მათემატიკის კლუბების მოსწავლეები ესტუმრნენ ზუგდიდს. ვიზიტი გაიმართა პროექტის „ახალგაზრდების მონაწილეობა და განვითარება" (პროექტი დაფინანსებულია USAID-ის მიერ და ხორციელდება UNICEF-ის მხარდაჭერით) ფარგლებში. მათი მასპინძელი იყო პარტნიორ ორგანიზაცია - „ათინათი".
მცირე კულტურული პროგრამის შემდეგ, „ათინათის" ოფისში გაიმართა შეჯიბრი მათემატიკაში. მასში მონაწილეობას იღებდა 10 მოსწავლე სტუმართაგან და 19 მასპინძლებისგან. შეჯიბრი ჩატარდა 5 გუნდს შორის. გუნდები ჩამოყალიბდნენ უშუალოდ პაექრობის დასაწყისში და თითოეულ მათგანში შედიოდნენ როგორც მასპინძელი, ასევე სტუმარი მოსწავლეები.
შეჯიბრი მატად სახალისო იყო და მოითხოვდა ზოგადად ლოგიკურ აზროვნებასა და მათემატიკური გამოთვლების კარგ ცოდნას.

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)