სამცხე–ჯავახეთი. 10 ივნისს, ახალციხეში, ორგანიზაცია ,,დემოკრატ მესხთა კავშირის" საკონფერენციო დარბაზში გაიმართა პრეზენტაცია თემაზე: სოციალური მედია და ახალი ტექნოლოგიები. პრეზენტაციას ახალციხის ახალგაზრდული სამოქალაქო ცენტრის წევრები უძღვებოდნენ.
პრეზენტაცია მომზადდა თანატოლთა განათლების პროგრამის ფარგლებში, რომელიც საქართველოს გაეროს ასოციაციის (UNAG) პროექტის „ეროვნული ინტეგრაციის გაძლიერება საქართველოში" ერთ-ერთ მნიშვნელოვან კონპონენტს წარმოადგენს.
პროექტი ხორციელდება აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ფინანსური მხარდაჭერით.