თბილისი. სახალხო დამცველი ტყიბულში მომხდარ შემთხვევას ეხმიანება და განცხადებას ავრცელებს. „სახალხო დამცველი მწუხარებას გამოთქვამს მომხდარი შემთხვევის გამო და მოუწოდებს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, მინდელის სახელობის შახტის ადმინისტრაციას, მიმართონ ყველა ღონეს დაშავებულთა ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესებისათვის.
ამასთან, სახალხო დამცველი კიდევ ერთხელ მოუწოდებს მთავრობას, უმოკლეს დროში დაიწყოს კონკრეტული ქმედითი ღონისძებების გატარება სამუშაო ადგილებზე შრომის უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით", ნათქვამია განცხადებაში.
წყარო: ombudsman.ge