თბილისი. ციხის საერთაშორისო რეფორმის მანდატის ფარგლებში საზოგადოებრივი ორგანიზაციები ახორციელებდნენ მონიტორინგს სასჯელაღსრულების დაწესებულებებში მიმდინარე საარჩევნო პროცესზე. მონიტორინგი განხორციელდა სასჯელაღსრულების დაწესებულებებში გახსნილ 12 საარჩევნო უბანზე. დამკვირვებლად მონაწილობდნენ შემდეგი ორგანიზაციები – „კონსტიტუციის 42-ე მუხლი", ასოციაცია „ქალი და ბიზნესი", „ადამიანის უფლებათა პრიორიტეტი", „დემოკრატიის ისტიტუტი", ასოციაცია „თანაზიარი".
ორგანიზაცია ,,ციხის საერთაშორისო რეფორმა" გეგმავს წარუდგინოს რეკომენდაციები ცენტრალურ საარჩევნო კომისიას და სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს არჩევნების მიმდინარეობისას დაფიქსირებული ხარვეზების აღმოფხვრის მიზნით შემდგომი არჩევნების კანონმდებლობასთან მეტი შესაბამისობის უზრუნველსაყოფად.
წყარო: article42.ge