en
ge

საქართველოს მცირე და საშუალო საწარმოთა ასოციაციის კონგრესი

თბილისი. 12 ოქტომბერს გაიმართა საქართველოს მცირე და საშუალო საწარმოთა ასოციაციის კონგრესი. დღის წესრიგის შესაბამისად დამტკიცდა ახალი წესდება, რომლის შემდგომაც აირჩა ორგანიზაციის ახალი პრეზიდენტი და სამეთვალყურეო საბჭოს შემადგენლობა.
საქართველოს მცირე და საშუალო საწარმოთა ასოციაციის  პრეზიდენტად არჩეულ იქნა ასოციაციის  ვიცე პრეზიდენტი კახა კოხრეიძე.  ასოციაციის პრეზიდენტი გიორგი ისაკაძე არჩეულ იქნა სამეთვალყურეო საბჭოს წევრად. სამეთვალყურეო საბჭოს შემადგენლობაში რჩებიან – კახა კოხრეიძე, კონსტანტინე ზალდასტანიშვილი (ევროკავშირი–საქართველოს ბიზნეს საბჭოს გენერალური მდივანი), არჩეულ არიან – მაია ერისთავი (საერთაშორისო სავაჭრო პალატის დირექტორი), ნინო ფანჯიკიძე (საქართველოს ბიზნეს ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე),  ასოციაციის წევრი კომპანიების ხელმძღვანელები: გიორგი ზვიადაძე (კომპანია „გლობალსელი’), შოთა მალაღურაძე („ტრანსკავკასია"), დავით ქურხული (კომპანია „ექსპრეს ლაინ სერვისი"), მიხეილ ჭელიძე (აუდიტორული კომპანია „ფინანსური ოფისის აუდიტორი). სამეთვალყურეო საბჭოს შემადგენლობა განისაზღვრა ცხრა წევრით.

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)