en
ge

ონლაინ ლექცია „წიგნი, როგორც ყოველდღიურობის საგანი“

თბილისი. 12 ივნისს დაიწყო საქართველოს ახალგაზრდული პარლამენტის და სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს პროექტი საზოგადოებრივი ცენტრებისთვის. პროექტის ფარგლებში დაგეგმილია ახალგაზრდებისთვის დისტანციური სწავლების ფორმატით ონლაინ ლექციების ჩატარება სხვადასხვა საკითხზე.
პირველი ონლაინ ჩართვა თემაზე - „წიგნი, როგორც ყოველდღიურობის საგანი" სართიჭალის საზოგადოებრივ ცენტრში გაკეთდა.
სხვადასხვა საზოგადოებრივი ცენტრისთვის ონლაინ ლექციები გაიმართება ყოველ პარასკევს.
დისტანციური სწავლების გარდა, საქართველოს ახალგაზრდული პარლამენტი გეგმავს ცენტრებში უფასო იურიდიული და ბიზნეს კონსულტაციების სერვისების დანერგვას.
წყარო: ორგანიზაციის გვერდი სოციალურ ქსელში

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)