თბილისი. სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტმა თბილისში ჩაატარა ტრენინგი სამოქალაქო განათლებაში. ტრენინგს ესწრებოდნენ დაწყებითი საფეხურის მასწავლებლები თბილისის საჯარო ასევე, კერძო სკოლებიდან. ტრენინგის მიზანი იყო მსმენელებისათვის, იმ სახელმძღვანელოს დანიშნულების, სტრუქტურისა და გამოყენების რეკომენდაციების წარდგენა, რომელიც საგანგებოდ შეიქმნა. მასწავლებლები გაეცნენ მოსწავლეზე ორიენტებული სამოქალაქო აღზრდის არსს.
ტრენინგ პროგრამა სპეციალურად საქართველოში ევროკომისიის წარმომადგენლობის მიერ დაფინანსებული პროექტის: „ახალი შესაძლებლობები საგანმანათლებლო საჭიროებების მქონე ბავშვებს" ფარგლებში მომზადდა.
წყარო: cdi.org.ge