კახეთი. ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის ორგანიზებული საჯარო ლექციების ციკლი – „ვის ეშინია ფემინიზმის", რომელიც თელავის მედია კაფეში იმართებოდა, დასრულდა. პროექტის ფარგლებში 10 საჯარო ლექცია გაიმართა. ლექციების მიზანი თანასწორობის იდეის შესახებ ცნობიერების ამაღლების ხელშეწყობა იყო. დასკვნით ღონისძიებაზე გაიმართა ფილმის ჩვენება, ხოლო აქტიურ მსმენელებს შესაბამისი სერთიფიკატები და წიგნები გადაეცათ.
,,ბოლო შეხვედრაზე ვაჩვენეთ დოკუმენტური ფილმი და ამით დავასრულეთ საჯარო ლექციების ციკლი თელავში. ფილმის ჩვენების შემდეგ მოვაწყეთ დისკუსია და შევაჯამეთ გავლილი ლექციების ციკლი. დამსწრეებმა გამოთქვეს სურვილი, რომ გაგრძელდეს მსგავსი ტიპის ღონისძიებები რათა რეგიონში ჰქონდეთ მეტი ინფორმაცია ფემინიზმისა და ზოგადა, მსგავსი საკითხები შესახებ", განაცხადა ბიოლის ფონდის გენდერული პროგრამების კოორდინატორმა ეთუნა ნოღაიდელმა.