en
ge

დენის განზელის ფილმის ჩვენება რეგიონებში

სამეგრელო.  არასამთავრობო ორგანიზაციამ „საუნჯემ",  12 ოქტომბერს, ზუგდიდის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში ახალგაზრდებისთვის, მოაწყო დენის განზელის ფილმის „ტალღის" ჩვენება. ფილმში სკოლის ისტორიის მასწავლებელი თავის მოსწავლეებს ექსპერიმენტის ჩატარებას სთავაზობს: ერთი კვირის განმავლობაში, უფროსკლასელები, ტოტალიტარული სახელმწიფოს კანონებით იცხოვრებენ. მოსწავლეები საკუთარ მაგალითზე რწმუნდებიან, თუ რაოდენ ადვილია ადამიანებით მანიპულირება და მათი გადაქცევა მორჩილ მასად.
ორგანიზაციის წარმომადგენლის იაგო ფასანძის თქმით, ახალგაზრდებმა სწორად დაინახეს პარალელები ფილმსა და არსებულ რეალობას შორის. მისივე ცნობით, ფილმის ჩვენება ფონდ „ღია საზოგადოება–საქართველოს" მხარდაჭერით, ცოტა ხნის წინ ფოცხოეწერის და წყალტუბოს დევნილთა დასახლებებშიც გაიმართა. 

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)