თბილისი. საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო აქვეყნებს ანა ბერძენიშვილის ბლოგპოსტს: „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს ოფიციალური ვებგვერდის მონიტორინგი".
„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ" აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს ოფიციალურ ვებგვერდის მონიტორინგი 2014 წლის 1 მაისიდან 2014 წლის 10 ივნისის ჩათვლით განახორციელა.
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს ოფიციალური ვებგვერდის გამჭვირვალობის მონიტორინგის შედეგებმა აჩვენა, რომ „უწყება ინფორმაციის გამოქვეყნების კანონით დაკისრებულ ვალდებულებას სრულყოფილად არ ასრულებს და მოქალაქეთა ინფორმირების მიზნით ინტერნეტ რესურსს სათანადოდ არ იყენებს...."
წყარო: transparency.ge