თბილისი. საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ ქვეყნის მასშტაბით სხვადასხვა ოლქების ოქმები შეისწავლა. კერძოდ, ორგანიზაციამ შეარჩია რეგიონები, საიდანაც დარღვევების შესახებ ყველაზე მეტი ინფორმაცია არსებობდა. „...ქვემო ქართლი, სამცხე-ჯავახეთი, სამეგრელო და კახეთი. გადამოწმებისთვის შეირჩა 25 ოლქის 1076 უბანზე მხოლოდ საკრებულოს პროპორციული წესით ჩატარებული არჩევნების ოქმები, ასევე, მარნეულის გამგებლის არჩევნები გაყალბების გახმაურებული ფაქტის გამო", ნათქვამია ორგანიზაციის ვებგვერდზე, სადაც ამომრჩეველთა ხმების დათვლისას გამოვლენილ კონკრეტულ ხარვეზებზეა საუბარი.
წყარო: transparency.ge