en
ge

საინფორმაციო შეხვედრა ხელვაჩაურის ახალგაზრდულ ცენტრში

აჭარა. 24 ივნისს, ხელვაჩაურის ახალგაზრდულ ცენტრში, სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტის ორგანიზებით, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებთან დაკავშირებით საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა. ახალგაზრდული ცენტრის წევრები გაეცნენ შშმ პირების მიმართვის მართებულ ტერმინებს, ასევე საზოგადოებაში გავრცელებულ სტერეოტიპებს. შეხვედრას მოდერაციას შშმ პირთა ორგანიზაციის ხელმძღვანელი თემურ კაკაბაძე და ამავე ორგანიზაციის ფსიქოლოგი - ვახო ლიპარტია უწევდა.
შეხვედრის მეორე ნაწილი დისკუსიას დაეთმო, სადაც ახალგაზრდებმა თავიანთი აზრი გამოთქვეს აღნიშნულ საკითხზე. ასევე განიხილეს ინკლუზიური სწავლების მნიშვნელობა, სახელმწიფოს როლი შშმ პირთა პრობლემების მოგვარებაში, საზოგადოების დამოკიდებულება და სხვა. მსგავსი შეხვედრა თვის ბოლოს ქედის მუნიციპალიტეტშიც გაიმართება.

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)