თბილისი. ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატები" ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებაზე ხელმოწერის მნიშვნელობაზე მიმართვას ავრცელებენ და საზოგადოებას განსაკუთრებული პასუხისმგებლობის გამოჩენისკენ მოუწოდებენ.
„...დამოუკიდებლობის მოპოვების შემდგომ, რეალობა ხდება კონსტიტუციით განმტკიცებული ქართველი ხალხის არჩევანის დეკლარირება – დაამკვიდრონ დემოკრატიული საზოგადოებრივი წესწყობილება და სამართლებრივი სახელმწიფო, ეკონომიკური თავისუფლება, უზრუნველყონ ადამიანის საყოველთაოდ აღიარებული უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვა, განამტკიცონ სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა, რომელიც საქართველოსთვის ევროკავშირთან და ევროპულ ინტეგრაციასთან კავშირის გარეშე, წარმოუდგენელია...", ნათქვამია ორგანიზაციის ვებგვერდზე.
წყარო: barristers.ge