en
ge

ეთნიკური უმცირესობების ინტეგრაციის ხელშეწყობა

კახეთი. არასამთავრობო ორგანიზაცია ,,ვეჟინმა" პროექტის ,,კახეთის ეთნიკური უმცირესობების ქალების სამოქალაქო გააქტიურება საარჩევნო პროცესში" ფარგლებში კახეთის რეგიონში მცხოვრები სხვადასხვა ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელ ქალებს საარჩევნო საკითხებზე სასწავლო სემინარები ჩაუტარა.
,,ვეჟინის" ხელმძღვანელის, ლაურა ხარიტონაშვილის თქმით, პროექტის სამიზნე ჯგუფს წარმოადგენდა აზერბაიჯანელი, სომეხი, ოსი, ლეკი, ქისტი და უდინების წამომადგენელი აქტიური ქალები:
,,კახეთის 29 სოფელში ჩავატარეთ შეხვედრები, სადაც ვსაუბრობდით კენჭისყრის პროცედურებზე და გავითამაშეთ არჩევნების სიმულაცია. ახლა ვგეგმავთ პოსტერების დაბეჭდვას, სადაც გამოსახული იქნება მოწოდება თუ რაოდენ მნიშნელოვანი იყო მათი ჩართულობა საარჩევნო პროცესებში".
ხარიტონაშვილისვე თქმით, პროექტის განხორციელების მიზანია ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელი ქალების სამოქალაქო გააქტიურება და საზოგადოებაში მათი ინტეგრაცია.

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)