თბილისი. „ტურიზმის გეოინფორმაციულმა ცენტრმა" დაასრულა ტურისტული მარშრუტების მობილურ აპლიკაციაზე მუშაობა. აპლიკაცია სახელწოდებით „TravelGIS" განთავსებულია Google Play-ზე და ყველა მსურველს შეუძლია უფასოდ ჩამოტვირთოს თავის მობილურში. აპლიკაცია წარმოადგენს ტურების საინფორმაციო-საძიებო სამ ენოვან (ქართულ, ინგლისურ, რუსულ) სისტემას, რომელშიც საშუალება გეძლევათ აირჩიოთ ტური ტურისტული კომპანიის, სახეობის, ტურის ხანგრძლივობის, ტრანსპორტისა და სხვა კრიტერიუმებისა და პარამეტრების მიხედვით, წინასწარ გაეცნოთ თუ რომელ კულტურული მემკვიდრეობისა და ბუნების ძეგლებს მოინახულებთ არჩეულ მარშრუტზე. „ტურიზმის გეოინფორმაციული ცენტრი" განაგრძობს თავისი და სხვა ტურისტული კომპანიების ტურების დადებას მობილურ აპლიკაციაში.
წყარო: travelgis.ge