en
ge

ახალგაზრდული პარლამენტის მეორე პლენარული სხდომა

თბილისი. 29 ივნისს, 2014 წლის მოწვევის ახალგაზრდული პარლამენტის მეორე პლენარული სხდომა ჩატარდა. სხდომაზე განიხილეს დარგობრივი ეკონომიკისა და აგრარულ საკითხთა კომიტეტის ინიციატივა ქონების გადასახადის გადამხდელი პირების სახელმწიფო საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამიდან ამოღების შესახებ. ასევე, დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის ინიციატივა „უცხოეთში მცხოვრები თანამემამულეებისა და დიასპორული ორგანიზაციების შესახებ" საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე, განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის ინიციატივა უმაღლესი განათლების შესახებ კანონში ცვლილებების შეტანის შესახებ, საგარეო ურთიერთობათა,ევროპასთან ინტეგრაციის და თავდაცვის კომიტეტის ინიციატივა სამხედრო რწმუნებულის პოსტის შემოღების თაობაზე და ასევე ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის ინიციატივა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსსა და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ.
წყარო: ორგანიზაციის გვერდი სოციალურ ქსელში

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)