იმერეთი. სამეცნიერო-ინტელექტუალურ კლუბ „თაობათა დიალოგში" პროგრამა „ღია თვითმმართველობის” მეორე ეტაპის პირველი ფაზა დასრულდა. პროგრამის მონაწილეებმა ალტერნატიული ახალგაზრდული პოლიტიკის დოკუმენტის პრეზენტაცია გამართეს.
დოკუმენტის პრეზენტაციას ესწრებოდნენ ქუთაისში მოღვაწე სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და ქუთაისის სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის ხელმძღვანელი. პროგრამის მონაწილეების მიერ შემუშავებული დოკუმენტი მერიას გადაეცემა.
30 ივნისს, პროგრამის მეორე ფაზის მეორე ეტაპი დაიწყება.
წყარო: ორგანიზაციის გვერდი სოციალურ ქსელში